Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების ვიზიტი პრაქტიკის ობიექტებზე

თსუ პროფესიული პროგრამების „საბაჟო საქმე“ და „ტვირთების ექსპედირება“ სტუდენტები გაცნობითი ვიზიტით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს,ქუთაისის საბაჟო გაფორმების განყოფილებას და საცალო ვაჭრობის უდიდესი კომპანიის “დეილი” ლოგისტიკურ ცენტრს ეწვივნენ.

 

სტუდენტები დეტალურად გაეცნენ თითოეული უწყების ფუნქციონირების სპეციფიკას, საბაჟო და ლოგისტიკური პროცესების ორგანიზებას, ტვირთების კონტროლისა და გაფორმების ეტაპებს, ასევე უსაფრთხოებისა და სამუშაო სტანდარტებს.

 

პროფესიულ სტუდენტებს მეგზურობას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები უწევდნენ, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მათ წარუდგინეს რეალური სამუშაო გარემო, ყოველდღიური გამოწვევები და პროფესიული პასუხისმგებლობები.

 

პროფესიული პროგრამების „საბაჟო საქმე“ და „ტვირთების ექსპედირება“ ხელმძღვანელის ლაშა ჩაკვეტაძის განცხადებით, გასვლითმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტების პროფესიული ცნობიერების ამაღლებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების უკეთ გააზრებას და მომავალი კარიერული ორიენტაციის ჩამოყალიბებას. “მსგავსი პრაქტიკული აქტივობები წარმოადგენს პროფესიული განათლების მნიშვნელოვან კომპონენტს და ზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას”,-აღნიშნა მან.

თარიღი: 18/12/2025